მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ქალთა ფონდ “სოხუმის“ ერთობლივი პროექტის გამარჯვებულები

ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ქალთა ფონდ “სოხუმის“ ერთობლივი პროექტის გამარჯვებულები

პროექტი “ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში” რეალურად ცვლის ქალთა ფონდი “სოხუმის“ ბენეფიციარების ცხოვრებას და ქმნის მათი წარმატების ისტორიებს.

ამჯერად ბაღდათის მუნიციპალიტეტზე გიყვებით, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით და 2022 წლის 28 ოქტომბერს დადებული ურთიერთშეთანხმების გათვალისწინებით, ქალთა ფონდ ‘სოხუმის“ მიერ ეკონომიკური გაძლიერების კურსები განხორციელდა.

პროექტი პირველ ეტაპზე ახალი პროფესიების დაუფლებას გულისხმობს, მეორე ეტაპზე, კი ახალ პროფესიულ უნარებს დაუფლებული ბენეფიციარები, მაღალკვალიფიციური ტრენერის ჩართულობით, ბიზნესგეგმის შედგენას და საგრანტო წინადადების წარდგენას სწავლობენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ქალთა ფონდ “სოხუმის“ ერთობლივად განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა თვითმმართველობის შენობაში გაიმართა, სადაც გამარჯვებულებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეძენილი ნივთები საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძემ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძემ და ქალთა ფონდ “სოხუმის“ წარმომადგენლებმა გადასცეს.

მიმდინარე პერიოდში ბაღდათის მუნიციპალიტეტში 5 გამარჯვებული გამოვლინდა.

კომენტარები