მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ნაცმოძრაობამ” ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები – “თავისუფლება მიშას” გამოფინა

“ნაცმოძრაობამ” ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები – “თავისუფლება მიშას” გამოფინა

რამდენიმე თვიანი ბოიკოტის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის  საკრებულოს სხდომას დაესწრო.

მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დარბაზში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები წარწერით – “თავისუფლება მიშას”  გამოფინა.

სხდომაზე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება  მას შემდეგ დაიწყო, რაც საუბარი მიხეილ სააკაშვილზე დაიწყეს.

“ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ 9-წლიანი მმართველობა სისხლიანი პერიოდი იყო,  მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ კი განაცხადა, რომ  სწორედ ამ დროს მოხდა ქვეყნის აღმშენებლობა.

კომენტარები