მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სატვირთო ვაგონები უვარგისია, ხელფასები გვაქვს ძალიან მცირე, შრომას გვიზრდიან, ხელფასებს – არა, გავღატაკდით”

“სატვირთო ვაგონები უვარგისია, ხელფასები გვაქვს ძალიან მცირე, შრომას გვიზრდიან, ხელფასებს – არა, გავღატაკდით”

ჭიათურაში გაფიცული და მოშიმშილე მაღაროელები სამუშაო პროცესის დროს უმძიმეს პირობებზე საუბრობენ.

მაღაროელების თქმით, მათ მუშაობა მძიმე, მავნე და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უხდებათ.

3 ათასზე მეტი გაფიცული მაღაროელი და 10 მოშიმშილე დასაქმებული – ასეთია ვითარება ჭიათურის ცენტრში.

“კომპანიამ მუშაობის გეგმა მოგვიმატა, თუმცა ტექნიკა გვაქვს საშინელი. სატვირთო ვაგონები, რითაც პროდუქცია გამოგვაქვს უვარგისი და ჩამოწერილია. ხელფასები გვაქვს ძალიან მცირე, შრომას გვიზრდიან, ხელფასებს არა. გაღატაკდა ხალხი, სასადილო ჩვენ არ გვაქვს, პატარა პურის ნატეხს მოგვცემენ და ეგაა. ვითხოვთ ხელფასების მომატებას”, – აცხადებს გაფიცული მაღაროელი იუზა მაჭარაშვილი.

კომენტარები