დღეს, 14:00 საათზე საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჭიათურაში ჩავა და გაფიცულ მაღაროელებს შეხვდება.
3000-ზე მეტი მაღაროელი 10 დღეა, ჭიათურაში გაფიცულია.
ისინი კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებენ და არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის მომატების მოთხოვნით, მეოთხე დღეა, 10 მაღაროელი შიმშილობს.
გაფიცულების თქმით, აქციები შეწყდება და მუშაობა განახლდება იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულების ხელფასები გაიზრდება და პირობები გაუმჯობესდება.
მუნიციპალიტეტში ცენტრში შეკრებილი ათასობით მაღაროელი პერიოდულად ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა შეძახილებით მსვლელობას მართავენ.
პროტესტის მონაწილეების გაფიცვის გამო, ყველა მაღარო გაჩერებულია.
კომენტარები