მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბაგრატის ტაძარში რუსულ წარწერებს საქართველოს დროშის სტიკერები გადააკრეს

ბაგრატის ტაძარში რუსულ წარწერებს საქართველოს დროშის სტიკერები გადააკრეს

ბაგრატის ტაძარში დაბრძანებულ სიწმინდეებზე გაკეთებულ რუსულ წარწერებს საქართველოს დროშის სტიკერები გადააკრეს.

ფოტოებს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ვახო სიხარულიძე ავრცელებს.

“თავის დროზე ეგ ტაძარი რუსებმა დაანგრიეს! რუსებმა გააუქმეს საპატრიარქო, გადაასახლეს პატრიარქი, რომელსაც გზაში ამოხადეს სული, რუსებმა დაანგრიეს  და მერე რუსმა ბოლშევიკებმა, ქართველი “ერთმორწმუნეების“ ხელშეწყობით დაანგრიეს, იავარჰყვეს ასეულობით ეკლესია მონასტერი, გადაღებეს საუკუნოვანი ფრესკები, ქვეყნიდან გაზიდეს საეკლესიო ინვენტარი, სასულიერო ლიტერატურა და სხვა წერილობითი ძეგლები, სიწმინდეები და ქონება, დახვრიტეს დამოუკიდებელისაქართველოს პატრიარქი, ჩამოახრჩვეს დ და სიცოცხლე  მოუსწრაფეს პატიოსან მღვდელმსახურებსა და ბერ მონაზვნებს,  აკრძალეს ქართულ ენაზე  წირვა – ლოცვა, პრორუსი მთავრობის ხელში მოხდა ბევრი ეკლესია – მონასტრის ავთენტურობის ხელყოფა, მათი ფასადებისა და ინტერიერების დამახინჯება, მათი უგულობითა და დაუდევრობებით ხანძრების გაჩენა, უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურად შესულებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო გელათის მონასტრის კომპლექსში შემავალი ტაძრების ფერსკებისა და მოზაიკის ვადალურად და გამოუსწორებლად დაზიანება…  და ახლა “ჩვენ ვზრუნავთ“ რელიგიური სერვისების „გაუმჯობესებაზე“ და ამ ყველაფერი სისაძაგლის  ჩამდენი ერის ენაზე ვაკეთებ წარწერებს საეკლესიო სიწმინდეებზე”, – წერს სიხარულიძე.

კომენტარები