მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

50-მდე მაღაროელი დღეს პარლამენტთან შიმშილობას დაიწყებს

50-მდე მაღაროელი დღეს პარლამენტთან შიმშილობას დაიწყებს

გაფიცული მაღაროელები დღეს ჭიათურიდან დედაქალაქში გადაინაცვლებენ. აქცია პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, 50-მდე მაღაროელი შიმშილობას საკანონმდებლო ორგანოს წინ დაიწყებს.

“ჩვენთვის მიუღებელი და დამამცირებელი კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება ხელფასის 5%-ით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის ამ ფორმას”, – განაცხადა აქციის მონაწილემ ტარიელ მიქაცაძემ.

აქცია თბილისში, პარლამენტთან 16:00 საათზე გაიმართება.

მაღაროელები კომპანიისგან  ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ.  რამდენიმე შეხვედრა გაფიცულებს და კომპანიის წარმომადგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა. მედიაციის პროცესში სახელმწიფოს წარმომადგენელია ჩართული.

მაღაროელთა გაფიცვა მე-14 დღეა, გრძელდება. ათი გაფიცული 8 დღეა, შიმშილობს.

გუშინ კი გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. აქციის მონაწილემ აღნიშნული გადაწყვეტილება შიმშილობის მე-8 დღეს მიიღო.

კომენტარები