ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი თბილისში გაემგზავრა.
გაფიცვის მე-14 დღეს, მაღაროელების ერთი ჯგუფი აქციებს საკანონმდებლო ორგანოსთან გააგრძელებს.
აქცია პარლამენტთან დღეს, 16:00 საათზეა დაგეგმილი.
დასაქმებულების თქმით, ასევე შიმშილობა გაგრძელდება როგორც ჭიათურაში, ასევე თბილისშიც.
მაღაროელების ხელფასების 40%-ით გაზრდას მოითხოვენ.
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ისინი მზად არიან ხელფასის 5 %-იანი ზრდა განახორციელონ.
კომენტარები