მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე ქვეწარმავალი შენიშნეს

ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე ქვეწარმავალი შენიშნეს

ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე ქვეწარმავალი შენიშნეს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, აღნიშნული გველი ესკულაპის მცურავია.

“ინფო იმერეთს” ჰერპეტოლოგმა  შოთა ზანდუკელმა განუცხადა,  ის შხამიანი ქვეწარმავალი არ არის.

აღნიშნული ჯიშის ქვეწარმავალი საქართველოში გვხვდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში. ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარში, მთის ფერდობზე ზ. დ. 2000 მ-მდე. იმალება ნაპრალებში, ფუღუროებში და ა. შ. კარგად დაცოცავს ხეებზე. იკვებება წვრილი ხერხემლიანებით. ივნისსა და ივლისის დასაწყისში ფხვიერ მიწაზე ან ხმელ ფოთლებში დებს 4–10 კვერცხს. ნაშიერები იჩეკებიან აგვისტო-სექტემბერში. შეტანილია “საქართველოს წითელ წიგნში“.

კომენტარები