მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში არ ამხელენ საცურაო აუზის დირექტორის ვინაობას, რომელიც ზეგ უნდა გაიხსნას

ქუთაისში არ ამხელენ საცურაო აუზის დირექტორის ვინაობას, რომელიც ზეგ უნდა გაიხსნას

ქუთაისში საცურაო აუზს, რომელიც 3 ივლისს  გაიხსნება, დირექტორი შეურჩიეს, თუმცა მის ვინაობას არ ამხელენ.

ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების პრესსამსახურში “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ დირექტორის ვინაობას ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი, 3 ივლისს, 16:00 საათზე დაასახელებს.

ქუთაისში საცურაო აუზის დირექტორზე კონკურსი რამდენიმე კვირის წინ გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრმა აუზი 6 ივნისს  დაათვალიერა.

ქუთაისში საცურაო აუზი სიგრძე 50 მეტრია, ხოლო სიგანე 25 მეტრი. აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისთვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისთვის.

კომენტარები