ხარაგაულის სოფელ მარელისში მეწყერში მოყოლილ 77 წლის მამაკაცს მესამე დღეა, ეძებენ.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და კინოლოგები არიან ჩართული.
არსებული ინფორმაციით, მწყემსი 1 ივლისის ღამეს დაკარგულ პირუტყვს ეძებდა, როცა მიწა ჩამოიშალა და მოიყოლა.
პარალელურად ადგილზე მეწყრული პროცესები ისევ ვითარდება, ყოველი გაწმენდის შემდეგ მიწის მასა ისევ სარკინიგზო ქსელზე ჩამოდის და ლიანდაგებს ქვა-ღორღით ფარავს, რის გამოც სარკინიგზო გადაადგილება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის შეწყვეტილია.
კომენტარები