ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდების ვინაობა ცნობილია.
ლაშა წიქორიძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი, ჯუბა კუხიანიძე და ეკა სანიკიძე – ეს ახალგაზრდები ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ერთ ავტომობილში ისხდნენ, მანქანა კი ბეტონის ჯებირს შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
გარდაცვლილი ბიჭები ერთი სოფლიდან, მეზობლები და მეგობრები იყვნენ. ისინი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ცხოვრობდნენ.
რაც შეეხება გარდაცვლილ ქალს, ეკა სანიკიძეს, ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის.
კომენტარები