მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩა #44 ა-ში მცხოვრებლები მათი კორპუსის წინ ახალ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

ქუთაისში, ნიკეას ქუჩა #44 ა-ში მცხოვრებლები მათი კორპუსის წინ ახალ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

ქუთაისში, ნიკეას ქუჩა #44 ა-ში მცხოვრებლები მათი კორპუსის წინ ახალ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

ადგილობრივების თქმით, შენობის აშენების შემთხვევაში, ადგილზე საფეხმავლო ბილიკი და სკვერის ნაწილი გაუქმდება.

მოსახლეობის თქმით, აღნიშნული ტერიტორიის გასხვისებას 2018 წლიდან ეწინააღმდეგებიან, რასაც პერიოდულად სხვადასხვა პროტესტის ფორმით და მათ შორის გზის გადაკეტვითაც აპროტესტებენ.

მოსახლეობამ დახმარების მიზნით ქუთაისის მერს მიმართეს, წერილის  მოკლე შინაარსს კი „ინფო იმერეთის“ მკითხველს ვთავაზობთ.

“სამშენებლო პროექტს, რომელიც საჯაროობის პრინციპის დარღვევით და ჩვენთან შეუთანხმებლად მომზადდა, ვაპროტესტებთ, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების დროს არ ყოფილა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, მათ შორის ჩვენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის, რომელიც არის ამ ნაკვეთის მომიჯნავე და ჩვენ არაერთგზის მიმართული გვქონდა მერიისთვის რომ ვაპროტესტებდით საფეხმავლო ბილიკის და სკვერის ნაწილის წართმევას.

03 ივლისს, ისე, რომ არც ნაკვეთთან არც გამაფრთხილებელი ბანერი დგას მშენებლობასთან დაკავშირებით მესაკუთრემ განალაგა ბეტონის ფილები. აღნიშნულ ფაქტს მოქალაქეების მხრიდან კვლავ წინააღმდეგობა მოჰყვა და ამ პროტესტის თვითმხილველნი ასევე იყვნენ ნიკეას ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლებიც.

რაც შეეხება სადავო მიწის ნაკვეთს, აქ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი იწყება 2017 წლიდან. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ქვემოთ მოყვანილი ფაქტების საჯარო რეესტრის და აუქციონის აქტების მიხედვით გადამოწმება.

ფაქტია, რომ 44ა-ს სამხრეთით მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც ესაზღვრება ნიკეას 58ა-ს სასტუმრო „მარიანას“ შენობას, არის ძალიან ვიწრო. კომერციული ფართის აშენების ინტერესებიდან გამომდინარე ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს ადგილი გაეფართოვებინა და მიემატებინა საფეხმავლო ბილიკი და უფრო მეტიც სკვერის ნაწილიც.

აღნიშნული სკვერს გზის მხარეს ჩრდილოეთით კომპანია „სოკარის“ გაზის მილი ესაზღვრება, ვინაიდან სკვერის ნაწილზე მშენებლობა იგეგმებოდა მესაკუთრემ გადაწყვიტა აღნიშნული მილის მიწაში ჩადება. სწორედ ამ დროს გავიგეთ და გავაცნობიერეთ, რომ აუქციონით გაიყიდა არამარტო საფეხმავლო ბილიკი არამედ სკვერის ნაწილიც, რომელიც ასევე ქალაქის ცენტრალურ საკანალიზაციო ჭამდე ადგილს მოიცავს.

ჩვენ რა თქმა უნდა, გავწიეთ წინააღმდეგობა და დავიცავით საფეხმავლო ბილიკიც და სკვერიც, რომლის გამწვანებაც მოვახდინეთ. ვინაიდან წინააღმდეგობის ფონზე მშენებლობა შეჩერდა ქუთაისის მერიამ დაარეგისტრირა სკვერის დანარჩენი ნაწილი მუნიციპალურ საკუთრებაში.

აქ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაცამ ისარგებლა იმ ფაქტით, რომ მიუხედავად ბუნებრივად გამოყოფილი საზღვრებისა, სკვერს ჩამოაჭრა მიწის ნაკვეთი საფეხმავლო ბილიკიც და გაიტანა აუქციონზე დანარჩენ მიწის ნაკვეთთან ერთად. ასევე აღნიშნული თვალნათლივ ეტყობა, როგორც სკვერის ბორდიურს, ასევე საფეხმავლო ბილიკს. ბილიკთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი გარემოება, ვინაიდან წვიმების დროს იქ დიდი წყალი დგებოდა, ჩვენი თხოვნით მუნიციპალიტეტმა დაყარა ანაფრეზი, საგულისხმოა, რომ მიუხედავად ამისა, ბორდიურის კიდეები ამ გზას დღემდე ეტყობა. ანუ ეს გარემოება ყოველთვის შესამჩნევი იყო ყველასთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ საფეხმავლო გზით სარგებლობს N44ა, N58 და N60 ბინის მცხოვრებლები, უფრო მეტიც ნიკეას N56-ში მდებარე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებიც ნიკეას ცენტრალური გზიდან ბაგა ბაღის მიმართულებით  ამ ბილიკის საშუალებით უსაფრთხოდ გადაადგილდებიან ვინაიდან სამანქანო გზა მანქანების სიმრავლის ფონზე არ არის უსაფრთხო.

აშენების შემთხვევაში გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, თავს იჩენს კიდევ ერთი პრობლემა – ქალაქის ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელთან მისვლა გახდება შეუძლებელი. რომ არაფერი ვთქვათ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უგულებელყოფისა.

როგორც პროექტიდან ჩანს, მესაკუთრეს აქვს სურვილი, რომ მშენებლობის განაშენიანება  ნიკეას ცენტრალური გზის მხარეს გაშალოს სიგანეზე გაშალოს ქალაქის ცენტრალურ საკანალიზაციო ჭამდე. მაგრამ აღნიშნული პრაქტიკულად გვიკეტავს გასასვლელს ცენტრალურ გზას“,- ეს არის მოკლე ამონარიდი ქუთაისის მერთან გაგზავნილი წერილიდან.

კომენტარები