მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ახალ #2 სამშობიარო სახლში 37 წლის ქალი მე-7 შვილის დედა გახდა

ქუთაისის ახალ #2 სამშობიარო სახლში 37 წლის ქალი მე-7 შვილის დედა გახდა

ქუთაისის ახალ #2 სამშობიარო სახლში 37 წლის თინათინ ორმოცაძე მე-7 შვილის დედა გახდა.

ახალშობილი მართა გალანტია და დედა თავს კარგად გრძნობენ. მათ უკვე დატოვეს სამშობიარო სახლი.

გალანტიების ოჯახში  4 ვაჟი და 3 გოგონა იზრდება.

მრავალშვილიანი დედის თქმით,  მშობლების სურვილია, რომ  შვილებს ბევრი დედმამიშვილი ჰყავდეთ.

კლინიკა სოციალურ პასუხისმგებლობას იღებს, რომ ჩვილზე ზრუნვას  უსასყიდლოდ გააგრძელებს.

“მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, რომ მრავალშვილიანი მშობლები ვიყოთ.  ძალიან მიხარია, რომ უკვე 7 შვილი მყავს. ჩემი ექიმი იყო ირაკლი მერკვილაძე, ძალიან კმაყოფილი ვარ.  დიდი მადლობა მას”, – აცხადებს თინათინ ორმოცაძე.

კომენტარები