ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საგარეჯოში მომხდარი ძალადობრივი ფაქტი დაგმეს.
მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თქმით, დაუშვებელია ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს და პენსიონერებს ქვები დაუშინო.
” სოლიდარობას ვუცხადებთ “მთავარი არხის” კახეთის ბიუროს, მას “ოცნების” აქტივისტებმა ქვები ესროლეს. ასევე იძალადეს მოხუცებზე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე, ის, რაც კახეთში მოხდა დაუშვებელია, თუმცა სამწუხაროდ, “ოცნების” ხელწერად გადაიქცა”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კილაძე.
კომენტარები