მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 17 წლამდე გოგონათა შორის (76 კგ.) ნანა ხორავას სადებიუტო გამოსვლა წარმატებული გამოდგა.
ქართველმა გოგონამ ქალთა გუნდს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი მედლები მოუტანა.
ძალოსანმა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში 78 / 81 / 86 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ნანა ხორავამ აკვრაში თავი 98 / 103 / 108 კილოგარმს გაართვა და აქაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იგივე სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდის ჯამში მოგროვილი 194 კილოგრამითაც.
კომენტარები