ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი – ლაშა წიქორიძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი და ჯუბა კუხიანიძე დღეს დაკრძალეს.
ახალგაზრდები ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ერთ ავტომობილში ისხდნენ, მანქანა კი ბეტონის ჯებირს შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
გარდაცვლილი ბიჭები ერთი სოფლიდან, მეზობლები და მეგობრები იყვნენ.
ისინი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ცხოვრობდნენ.
კომენტარები