მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარის, ექთნის თანაშემწის და სანიტრის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის მინიმალური ხელფასი დაწესდება

უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარის, ექთნის თანაშემწის და სანიტრის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის მინიმალური ხელფასი დაწესდება

უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარის, ექთნის თანაშემწის და სანიტრის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასი დაწესდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის რეფორმის მოცვა ფართოვდება.

ახალი ინიციატივა კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შესთავაზეს.

ცვლილებებთან დაკავშირებით, დარგის წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარი მოსაზრებასა და არგუმენტებს წარადგენენ.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება.

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

კომენტარები