მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რუსული Red Wings ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

რუსული Red Wings ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

რუსული ავიაკომპანია Red Wings ხვალიდან ქუთაისის მიმართულებით მოსკოვიდან რეგულარულ ფრენებს იწყებს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ავიაკომპანია სანქცირებულია დასავლეთის მიერ. ასევე  ავიაკომპანიას, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონი, მათ ოფიციალურ საიტზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჰყავს მითითებული.

რეისი ქუთაისის აეროპორტში 10 ივლისს, 23:00 საათზე ჩამოფრინდება. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია გეგმავს, რომ აღნიშნულ რეისს პროტესტით დახვდნენ.

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი ცდება ეკონომიკურ და ტურისტულ საკითხებს და პირდაპირ უკავშირდება, ოკუპანტ ქვეყანასთან ხელისუფლების მიერ ღიად თანამშრომლობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მობრძანდით და გამოხატეთ საკუთარი პროტესტი 10 ივლისს 22:00 საათიდან”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თემურ ცამციშვილი.

რუსეთმა 10 მაისს საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს. საქართველოს ხელისუფლება კი მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“.

კომენტარები