მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მეექვსე ახალგაზრდაც გარდაიცვალა

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მეექვსე ახალგაზრდაც გარდაიცვალა

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგონა, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.

ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მირანდა ცეცხლაძეს სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი ჰქონდა.

3 ივლისს ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა.

ახალგაზრდები ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ერთ ავტომობილში ისხდნენ, მანქანა კი ბეტონის ჯებირს შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

გარდაცვლილი ბიჭები ერთი სოფლიდან, მეზობლები და მეგობრები იყვნენ.

ისინი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ცხოვრობდნენ.

კომენტარები