ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ადვოკატმა შიმშილობა გამოაცხადა.
ადვოკატ მარიამ ლევიძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მისმა კლიენტმა თვითმკვლელობა სცადა, თავად კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.
უფლებადამცველის თქმით, მოსამართლემ მის კლიენტზე შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა, რაც მტკიცებულებებზე დაყრდნობილი არ ყოფილა.
“საქმეში არ იყო არანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩენილიყო. ჩემი კლიენტი უსამართლობას და ცილისწამებას ვეღარ უძლებს და თვითმკვლელობა სცადა, მე კი შიმშილობა გამოვაცხადე”, – აცხადებს მარიამ ლევიძე.
საქმე ეხება 2 თვის წინ წყალტუბოში მომხდარ ინციდენტს. არასრულწლოვანი მამას და ბიძას ძალადობაში ადანაშაულებდა, რის გამოც აღნიშნული პირები დაკავებულები იყვნენ.
კომენტარები