მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ფაქტია, ორგანიზმში აღმოჩენილი არის და ეს ისეთი რამ არის, რომელიც ჰაერიდან არ ჩნდება”

“ფაქტია, ორგანიზმში აღმოჩენილი არის და ეს ისეთი რამ არის, რომელიც ჰაერიდან არ ჩნდება”

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონ ბულუხია მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ნივთიერებები, რომლებიც მას სისხლში აღმოაჩნდა, “ჰაერიდან არ ჩნდება”.

“გაგებაში არა ვარ ნამდვილად, წარმოუდგენელია სიმართლე გითხრათ. ფაქტი ის არის, რომ ორგანიზმში აღმოჩენილი არის და ეს ისეთი რამ არის, რომელიც ჰაერიდან არ ჩნდება. ერთადერთი ვისზეც ეჭვი არა მაქვს, ჩემ თავზე არა მაქვს”, – აცხადებს მეუფე ანტონი, რომელიც მცხეთაში, სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

5 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს და მის სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები