მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვინმეს მოგისმენიათ ჩვენი მერის ან საკრებულოს თავმჯდომარის რაიმე განცხადება გელათის პრობლემებზე?”

“ვინმეს მოგისმენიათ ჩვენი მერის ან საკრებულოს თავმჯდომარის რაიმე განცხადება გელათის პრობლემებზე?”

ქუთაისში, სამოქალაქო აქტივისტი არჩილ გეგენავა ადგილობრივ ხელისუფლებას გელათის მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ისტორიული მონასტერი ნადგურდება და ეს საერთაშორისო ექსპერტებმაც დაადასტურეს, ადგილობრივ ხელისუფლებას კი აღნიშნულზე მკაფიო განცხადებაც არ გაუკეთებიათ.

“ვინმეს მოგისმენიათ ჩვენი მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, მაღალი ჩინის მქონე სუბიექტების, რაიმე განცხადება, გელათის პრობლემებზე? ბაგრატის კედლებზე? წყალი რომ ალპობს? ოქროს ჩარდახზე აღარ ვამბობ, რადგან პერსონალურად თავიანთი “საგმირო საქმე” როდის გაუკრიტიკებიათ და შეცდომები როდის უღიარებიათ. მოგისმენიათ ვინმეს რამე? ბრტყელი ბლაბლა სიტყვების გარდა?

ჩვენი მერი არ იყო, მეორე ტურის მთავარი მესიჯი “ღირსეული ქუთაისელი” რომ იყო? ღირსება რაში გამოიხატება? რა კრიტერიუმებით განესაზღვრა? სუფრაზე კარგი სადღეგრძელოების თქმით? მანამდე ხომ ყვიროდნენ ბაგრატის ტაძარი დაანგრიესო და ლიფტი მიაშენესო? ახლა სად არიან იგივე “მართალი, პატრიოტები” და “ღირსეული” ქუთაისელები?”- წერს სოციალურ ქსელში არჩილ გეგენავა.

საერთაშორისო ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გელათში უმძიმესი ვითარებაა.

კომენტარები