უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას დღეს მაჟორიტარი დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი შეხვდა.
ამ დროისთვის ქვა-ღორღისგან იწმინდება ქუჩები და სანიაღვრე არხები. მიმდინარეობს სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა.
“გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის მასშტაბით პრობლემები რამდენიმე ლოკაციაზე შეგვიქმნა. სპეციალური სერვისების თანამშრომლების დახმარებით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ასევე ჩართულია მძიმე ტექნიკა.
უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში აღვწერეთ სტიქიის შედეგად მოყენებული ინფრასტრუქტურული და მეწყერული დაზიანებები. მაქსიმალურად ვეცდებით აღმოვფხვრათ მიყენებული ზიანი”, – განაცხადა უქიმერიონის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა.
კომენტარები