მივიღეთ გადაწყვეტილება, “ნაციონალური მოძრაობის, პროდასავლური პატიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. “სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გიორგი ვაშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
“კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვით ასევე ყველაზე დიდია პროდასავლური პარტიაა პარტიებს შორის. ვგულისხმობ „სტრატეგია აღმაშენებელს“. შესაბამისად, დღეიდან ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების.
მინდა, მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღმაშენებელს“ და მისი გუნდის თითოეულ წევრს.
ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლად თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
კომენტარები