მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“დეზინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნო, თუ ვერ იგრძნობ, გაგრძნობინებს სასამართლო”

“დეზინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნო, თუ ვერ იგრძნობ, გაგრძნობინებს სასამართლო”

კრიტიკულ მედიას თუ დაირქმევ, არ ნიშნავს რომ კრიტიკული ხარ. როდესაც დეზინფორმაციას ავრცელებ, ამაზე პასუხი უნდა აგო, – აცხადებს “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

“სამართლებრივ სახელმწიფოში არავის უნდა უკვირდეს, რომ ვინმე წავიდა სასამართლოში თავისი უფლების დასაცავად, იმიტომ რომ როდესაც დეზინფორმაციას ავრცელებ, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნო და თუ ვერ იგრძნობ, მაშინ გაგრძნობინებს სასამართლო”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო მაღალჩინოსნების სარჩელები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გახშირდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მამის ბიზნესპარტნიორი, ირაკლი კობახიძის სიძე და დედა, “ბანკი ქართუ“, კახა კალაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, 11 მუნიციპალიტეტის მერი – ეს არის მათი არასრული ჩამონათვალი, ვინც მედიას ცილისწამების საბაბით სასამართლოში უჩივის. ამ დროისათვის დაახლოებით 30-ზე მეტი ასეთი დავაა წამოწყებული.

კომენტარები