მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იმერეთში – რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში სოციალური ფონი ყოველდღიურად უარესდება. ადამიანები ემიგრაციაში მიდიან, დარჩენილები კი სამსახურს უშედეგოდ ეძებენ.
სტატისტიკის მიხედვით, იმერეთში 52 ათასზე მეტი ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებს, თუმცა მსურველი კიდევ უფრო მეტია და სოციალურად დაუცველობის სტატუსის მიღებას ათასობით ოჯახი ელოდება.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფლებში. სასმელი წყლის, გზის, ბუნებრივი აირისა და სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, იმერეთში მცხოვრებლები გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ და თავს დაუცველად გრძნობენ.
“იმერეთში გაღატაკებულია მოსახლეობის დიდი ნაწილი. სკოლაში ბავშვები მშივრები დადიან. ყველგან დავდივართ, ვეძებთ ადუღებულ ეკონომიკას, აგუგუნებულ 100 ქარხანას, მაგრამ ყორშიასავით ვერსად ვერაფერი ვერ ვიპოვეთ. სახელმწიფო ინსტიტუტები ნულზეა დამდგარი. უსამართლობა, ემიგრანტების დიდი ნაწილი წასულია, ქურდობა, ყაჩაღობა, ძალმომრეობა, ვერსად სამართალს ვერ იპოვი”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კომენტარები