ქუთაისში, ხარაზოვის ბაღში არსებული შადრევანი ისევ არ მუშაობს და დაზიანებულია. ჩავარდნილია ფილები, ხოლო პერიმეტრი რკინის ჯებირითაა შემოსაზღვრული.
ფოტოებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თათა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს .
“ასე საფრთხის შემცველი, ჩანგრეული და ნახევრადშეღობილი, როდემდე უნდა იყოს, ხარაზოვის სკვერის შადრევანი?! ზაფხულია ახლა და ბევრი სტუმარი ჰყავს ბაღს”, – წერს თათა კაჭკაჭიშვილი.
კომენტარები