მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში, ყველა ტერიტორიული ორგანოს შენობის წინ, ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილია”

“ქუთაისში, ყველა ტერიტორიული ორგანოს შენობის წინ, ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილია”

ქუთაისში, ქალაქის მერიაზე დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანოების შენობის წინ ევროკავშირის დროშები აღარ ფრიალებს.

ფოტოებს სოციალურ  ქსელში “ნაციონალური მოძრაობის”  წევრი თემურ ცამციშვილი ავრცელებს და ქალაქის  მერს მიმართავს.

“ბატონო სოსო, უამრავი პრობლემაა ვიცით ქალაქში და შეიძლება ვერ მოიცალეთ ამ ამბისთვის, მაგრამ ყველა ტერიტორიული ორგანოს შენობის წინ, ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილია. ბატონო სოსო შეგახსენებთ, ეს ის ევროკავშირია, რომელიც თითქმის 25 წელი, სანამ მერი გახდებოდით, როგორც ენჯეო სექტორის წარმომადგენელს, თქვენ და თქვენს ორგანიზაციებს, მილიონობით ლარის პროექტი დაგიფინანსათ. ეს ის ევროკავშირია ბატონო სოსო, თქვენი მერობის დროს ქუთაისში 27 მილიონი ლარი რომ დახარჯა”, – წერს სოციალურ ქსელში თემურ ცამციშვილი.

კომენტარები