მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გვცემეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ბათუმის პოლიციის უფროსი აღმოჩნდა”

“გვცემეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ბათუმის პოლიციის უფროსი აღმოჩნდა”

ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გველესიანი მისი დაკავების დეტალებს იხსენებს.

აქტივისტის თქმით, მას სამართალდამცველები სცემდნენ და შეურაცხყოფებს აყენებდნენ.

ცემის კვალი გიორგი გველესიანს ამ დრომდე ეტყობა.

“ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ბათუმში ვაპროტესტებდი  პუტინის პროპაგანდისტების შემოსვლას. უცებ, მოულოდნელად შემოვარდნენ პოლიციელები, გვაფორთხიალეს, გვცემეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ერთმა პოლიციელმა კი ამერიკის დროშა, რომელიც მხრებზე მქონდა მოფარებული, მითხრა, რომ ეს დროშა უკან გაიკეთეო. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აღმოჩნდა”, – აცხადებს გიორგი გველესიანი.

კომენტარები