ქუთაისში, მერიას დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანოებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თემურ ცამციშვილმა გააპროტესტა.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებული მონიტორინგით გაირკვა, ევროკავშირის დროშა ქუთაისში თითქმის არცერთ სახელმწიფო შენობასთან აღარ ფრიალებს.
თემურ ცამციშვილი შეეცადა, ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლისთვის ევროკავშირის დროშა საჩუქრად გადაეცა, თუმცა საჯარო მოხელემ ევროკავშირის დროშა არ მიიღო.
“თითქმის ყველა შენობის წინ ჩამოხსნილია ევროკავშირის დროშა. ეს არის “ქართული ოცნების” პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. მინდა ქალაქის მერს შევახსენო, რომ როდესაც ის 25 წელზე მეტი არასამთავრობო სექტორს წარმოადგენდა ევროკავშირმა მას უამრავი პროექტი დაუფინანსა და თუ წარსული არ ახსოვს, ასევე მინდა შევახსენო, რომ უახლოესი 2 წელიწადში ევროკავშირმა ქუთაისში 27 მილიონ ლარზე მეტი”, – აცხადებს თემურ ცამციშვილი.
ოპოზიციონერების თქმით, ქვეყანა “ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო ევროკავშირისგან ყოველდღიურად დისტანცირდება.
კომენტარები