შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შსს-ს ინფორმაციით, მაშველებმა მათი ცხედრები სტიქიის ზონაში მიწის დამუშავების დროს იპოვეს.
კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო “სანსეტ შოვთან” მეწყერი რამდენიმე საათის წინ ჩამოწვა.
სტიქიის ზონიდან მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი.
კომენტარები