მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ამ მომენტისთვის სტიქიის ზონაში 35 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება”

“ამ მომენტისთვის სტიქიის ზონაში 35 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება”

ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის, რაჭაში სტიქიის ზონაში კონტაქტი 35 ადამიანთან ვერ ხერხდება.

მისივე თქმით, ამ მომენტისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია და უსაფრთხო ადგილასაა ყველა ის ადამიანი, რომლებიც მაშველებთან ერთად იმყოფებოდნენ.

“ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით ვერტმფრენების გამოყენებით და რა თქმა უნდა, უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, გადაზუსტება”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები