მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილი გმირების  ახლობლები, სადაც მოსახსენებელი პარაკლისი აღევლინა.

დღესვე მოეწყო ფოტოგამოფენა. გამოფენაზე  გარდაცვლილი გმირების ფოტოები იყო წარმოდგენილი.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული პირთა რაოდენობა 2 232-ს შეადგენდა.

კომენტარები