“ერთი ვერტმფრენი ვერ იყიდეს ამ შობელძაღლებმა”, – ამ სიტყვებით ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია რაჭაში, შოვში მომხდარ ტრაგედიას.
პოლიტიკოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დროს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს, მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ ვერტმფრენს შეიძენდნენ, ესეც სხვა დაპირებებთან ერთად არ შესრულებულა.
“რაც თქვეს რა გააკეთეს? არაფერი ამათ ხალხისთვის არ გაუკეთებიათ, გარდა საკუთარი კომფორტის. ყოველი სტიქიური უბედურების დროს, რომ ხალხი გეუბნება გჭირდება ვერტმფრენიო, რატომ არ ყიდულობენ?! ერთი ვერტმფრენი ვერ იყიდეს ამ შობელძაღლებმა”, – განუცხადა გოგი წულაიამ “ინფო იმერეთს“.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, ამ დროისთვის 21 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 12-ს ჯერ კიდევ ეძებენ.
კომენტარები