მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ონის კულტურის სახლში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი გენადი სულთანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ონის კულტურის სახლში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი გენადი სულთანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ონის კულტურის სახლში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი გენადი სულთანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.

ანსამბლ “ბუბას” წევრი, სოფელ გლოლის მკვიდრი გენადი (გენო) სულთანიშვილი, სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების ადგილას მოყვა.

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

კომენტარები