მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

კიდევ ერთი იდენტიფიცირებული მანანა ჯაჭვაძეა, რომელიც შოვში შვილთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა

კიდევ ერთი იდენტიფიცირებული მანანა ჯაჭვაძეა, რომელიც შოვში შვილთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა

​შოვში დაღუპულთა შორის იდენტიფიცირებული კიდევ ერთი პირი მანანა ჯაჭვაძეა.

ჯაჭვაძე სტიქიის ადგილას შვილთან მარინა ხორბალაძესთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება, მაშველები 4 წლის გიორგის ჯერ კიდევ ეძებენ.

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 22 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებს და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.

კომენტარები