ბაღდათის რაიონული სამმართველოს პოლიციის უფროსი ალექსანდრე სვინტრაძე არაფხიზელ მდგომარეობაში შსს-ს ბალანსზე რიცხული ავტომობილით გაჩერებულ მანქანას შეეჯახა, – ინფორმაციას უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ავრცელებს.
“რამდენიმე დღის წინათ ბაღდათის რაიონული სამმართველოს პოლიციის უფროსი ალექსანდრე სვინტრაძე, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში შსს-ს ბალანსზე რიცხულ ავტომობილს მართავდა, გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა.
ავტომობილში ისხდნენ მოქალაქეები, მათ შორის არასრულწლოვანიც, რომელსაც 3 საათის განმავლობაში უმძიმესი ოპერაცია უტარდებოდა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
წყაროს ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის უფროსი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოუწოდებდა, რომ მისი ვინაობა არ გაეჟღერებინათ და ადგილიდან გაეშვათ, რაც მოხერხდა.
საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს”, – წერს ჭელიძე.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დეტალებს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აზუსტებს.
კომენტარები