მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, – ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, 27 დაღუპულიდან 23 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 6 ადამიანს. დაკარგულებს და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.

სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

კომენტარები