მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის “ტორპედომ” “გაგრა” 4:1 დაამარცხა

ქუთაისის “ტორპედომ” “გაგრა” 4:1 დაამარცხა

ქუთაისში, “შენგელია არენას” სტადიონზე “ტორპედომ” “გაგრა“ 4:1 დაამარცხა.

“ტორპედომ“ “გაგრასთან“ პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მატჩის გმირი გიორგი არაბიძე იყო, რომელმაც მე-19 წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა.

44-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ „ტორპედოს“ უპირატესობა გაზარდა.

“გაგრამ“ მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა შეამცირა, კლოდინის დარტყმას საბა გოგლიჩიძე გადაეღობა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 63-ე წუთზე სტუმრები 10 მოთამაშით დარჩნენ, “გაგრას” კაპიტანმა ლუკა ნოზაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

არაბიძემ სამ წუთში ორბურთიანი სხვაობა აღადგინა, საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე პენალტით გიორგი ფანცულაიამ დააფიქსირა – 4:1.

კომენტარები