“ქუთაისში, ფარმაცევტმა პენსიონერი ქალი სიკვდილს გადაარჩინა”, – ამ შინაარსის სტატუსი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებაში დიდი ინტერესი მოჰყვა, ადამიანები კი დაინტერესდნენ, ვინ იყო ფარმაცევტი, რომელმაც ხანდაზმულ ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია.
“ინფო იმერეთმა” გაარკვია, რომ ის ფარმაცევტი მარიამ ქვარიანია, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ სააფთიაქო ქსელ პსპ-ს მენეჯერია.
“მეც წავიკითხე, ჩვენს გუნდზე დაწერილი სტატუსი, სადაც ადგილობრივი იხსენებდა, როგორ დავეხმარეთ პენსიონერ ქალს, რომელიც ძლიერი სიცხისგან ცუდად გახდა. თუმცა ვფიქრობ, რომ საგმირო არაფერი გამიკეთებია, ეს თითოეული ადამიანის ვალდებულებაა და განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის. ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი შევიყვანეთ აფთიაქში, სიგრილეში წყალი მივაწოდეთ, წნევა გავუზომეთ, შესაბამისი მედიკამენტები მივაღებინეთ და მყისიერად კარგად გახდა. ჩვენს აფთიაქში პრიორიტეტი ადამიანია და ამას თითოეული პსპ-ელი ვაცნობიერებთ”, – ამბობს მარიამ ქვარიანი.
კომენტარები