მთავარიახალი ამბებიიმერეთი

საჩხერის საკრებულოს სამი ავტომობილი ემსახურება, მათ მოვლა/შენახვაზე 66 573 ლარი დაიხარჯა

საჩხერის საკრებულოს სამი ავტომობილი ემსახურება, მათ მოვლა/შენახვაზე 66 573 ლარი დაიხარჯა

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020-2022 წლებში ორი მანქანა ემსახურებოდა, ხოლო 2023 წელს ეს რიცხვი სამ ავტომობილამდე გაიზარდა.

ისინი საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის ორ მოადგილეზე გაპიროვნდა.

საწვავის ხარჯმა 19 967 ლარი შეადგინა, მოვლა/შენახვაზე კი 66 573 ლარი დაიხარჯა.

მონაცემები “ფლანგვის დეტექტორმა” მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა.

ცნობისთვის, ტალინის, ვილნიუსისა და ბუქარესტის საკრებულოებს არც ერთი მანქანა არ ემსახურება.

კომენტარები