უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე ავრცელებს.
“სამწუხაროდ, კიდევ ერთი მებრძოლი დაეცა. დიდება გმირებს“, – წერს ნადიმ ხმალაძე.
ნიკოლოზ ახვლედიანი რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ბახმუტთან ახლოს შეეწირა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 49 ქართველი ემსხვერპლა.
კომენტარები