მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ხარაგაულის საკრებულოს ავტომობილების საწვავისა და მოვლა-პატრონობისათვის 123 412 ლარი დაიხარჯა

ხარაგაულის საკრებულოს ავტომობილების საწვავისა და მოვლა-პატრონობისათვის 123 412 ლარი დაიხარჯა

ხარაგაულის საკრებულოს ავტომობილების საწვავისთვის 33 349 ლარი დაიხარჯა, მანქანების მოვლა-პატრონობისათვის კი  90 063 ლარი.

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 2020-2023 წლებში დაიხარჯა.

2020-2023 წლებში 29 მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯამში 2 274 897 მილიონი ლარის საწვავი მოიხმარა.

31 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან 28 შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს განპიროვნებული მანქანა ემსახურებოდა.

ცნობისთვის, ტალინის, ვილნიუსისა და ბუქარესტის საკრებულოებს არც ერთი მანქანა არ ემსახურება.

კომენტარები