ბაღდათის მუნიციპალიტეტში რჩება რიგი სოფლები, სადაც მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი ასეთი მძიმე საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელ საკრაულაში, ე.წ კვერეხაძეების უბანშია.
“ე.წ. კვერეხაძეების უბანი, სოფელი საკრაულა. ხალხი სახლებამდე ვერ მიდის, დაბალი გამავლობის მანქანის რამდენიმე მეტრით დატოვება და ბარგის ხელით გადაზიდვა უხდებათ.
მოიყვანენ ტრაქტორს – რამდენიმე დღის წინაც იყო, დაყრიან ხრეშს, მოვა წვიმა, ჩაიტანს მდინარის პირას. როდემდე უნდა გრძელდებოდეს ასე?! ხომ შეიძლება დაიწყოს შიდა საუბნო გზების ბეტონსაფარით მოწერიგება?! აბა, მე შენ გეტყვი, სადაც საჭიროა იქ კარგი, ტკიცინა გზაცაა და ლამპიონიც კარგად ანათებს”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები