ქუთაისში, მეგობარი ქვეყნის, ომში მყოფი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია გაიმართა.
ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და ქალაქში ავტომობილებით მსვლელობა გამართეს.
19:30 საათზე კი თეთრ ხიდთან აქცია-პერფორმანსია დაგეგმილი.
“საქართველოს გადარჩენის ხაზი გადის უკრაინაზე”, – ამბობენ სოლიდარობის აქციის მონაწილეები.
კომენტარები