მთავარიახალი ამბებიიმერეთი

სამტრედიის საკრებულოს 5 მანქანა ემსახურება, მათი შენახვისთვის 66 811 ლარი დაიხარჯა

სამტრედიის საკრებულოს 5 მანქანა ემსახურება, მათი შენახვისთვის 66 811 ლარი დაიხარჯა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020-2021 წლებში 2-2 მანქანა ემსახურებოდა და ისინი გაპიროვნებული საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეზე იყო.

2022 წელს მანქანების რაოდენობა სამამდე გაიზარდა და დამატებითი მანქანა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზე გაპიროვნდა.

2023 წლისთვის კი, სამტრედიის საკრებულოს უკვე 5 მანქანა ჰყავს და გაპიროვნებული მანქანების მესაკუთრეებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და მისი მოადგილეც დაემატნენ.

სამტრედიის საკრებულოს ავტომანქანების საწვავისთვის 19 973 ლარი დახარჯა, მათი მოვლა/შენახვისთვის კი 46 838 ლარი.

მონაცემები “ფლანგვის დეტექტორმა” მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა.

ცნობისთვის, ტალინის, ვილნიუსისა და ბუქარესტის საკრებულოებს არც ერთი მანქანა არ ემსახურება.

კომენტარები