შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული დუდაშვილების ოჯახის 4 წევრის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში დასრულდა. ცხედრებს ამ წუთებში საგვარეულო სასაფლაოზე მიასვენებენ.
დილიდან ადგილზე მოქალაქეები გიორგი დუდაშვილის ოჯახის წევრების – მეუღლისა და სამი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
დუდაშვილების ოჯახის 3 მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან ერთად შოვში ისვენებდა და 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან მათთან ყველა სახის კონტაქტი გაწყდა.
მაშველები დაკარგულ ოჯახს თითქმის სამი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.
კომენტარები