მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ადამიანების პოვნის მცირედი შანსი მაინც იქნება”

“სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ადამიანების პოვნის მცირედი შანსი მაინც იქნება”

ონის მერის პირველი მოადგილის გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები ტარდება უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე, მდინარეების, რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში.

“დღეისთვის 31 გარდაცვლილი არის ნაპოვნი, მათ შორის ორ მათგანზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება, ასევე ვეძებთ ორ ადამიანს – მცირეწლოვანს, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ადამიანების პოვნის მცირედი შანსი მაინც იქნება“, – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

კომენტარები