მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის წყალმომარაგების რეაბილიტაცია 44 მილიონ ლარად იგეგმება

ქუთაისის წყალმომარაგების რეაბილიტაცია 44 მილიონ ლარად იგეგმება

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება, – ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ირკვევა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 43.6 მილიონ ლარს მოიცავს და მის ფარგლებში მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა დააპროექტოს და ააშენოს წყალგაყვანილობის მოდერნიზებული ქსელი.

პროექტი სათავე ნაგებობების გამართვას, ახალი მილსადენების გაყვანას, ამორტიზებული რეზერვუარების რეაბილიტაციას და სატუმბი სადგურების გამართვას ითვალისწინებს.

“პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და საყოფაცხოვრებო წყალარინების ან/და მსგავსი სამუშაოები (სატუმბო სადგურები, სადაწნეო მილები, სასმელი წყლის ჭაბურღილები), ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 5 (ხუთი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა”, – ნათქვამია სატენდერო პირობებში.

კომპანიებს შესყიდვაში საკუთარი წინადადებების დაფიქსირება 23-28 სექტემბრის პერიოდში შეეძლებათ.

bm.ge

კომენტარები