რამდენიმე დღის წინ ისრაელის საზღვართან გარდაცვლილ გიორგი გიორგობიანს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ.
ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია “ემიგრანტების იმედი” შოთო სიხარულიძემ გაავრცელა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, გიორგი გიორგობიანი მოულოდნელად გარდაიცვალა.
“გლოვობს ჩემი ქუთაისი, (უბანი გორა) გარდაიცვალა გიორგი გიორგობიანი. სახეზე ჩამოაფარეთ, რა ახალგაზრდა მოკვდა… მიწისთვის მენანები… ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს… ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე…”, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები